ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სვენ ბოტმანი კვლავ "მილანის" მოლოდინშია და "ნიუკასლში" გადასვლაზე უარს აცხადებს.
წყაროს ცნობით, რომ არა ბოტმანის წინააღმდეგობა, მისი ტრანსფერი "ნიუკასლში" უკვე დიდი ხნის გაოფიციალურებული იქნებოდა, რადგან ინგლისელები "ლილს" გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს "მილანი"ს რიგებში თამაში სურს.
საბოლოოდ ყველაფერი ლომბარდიელების ხელთაა - თუ "როსონერი" არ გააქტიურდება, ნიდერლანდელი ფეხბურთელი საბოლოო ჯამში ინგლისში ტრანსფერს დათანხმდება.