ტოტი მალდინიზე: "ასეთი იყო ფეხბურთელობის დროსაც და ამიტომ..."

ტოტი მალდინიზე: "ასეთი იყო ფეხბურთელობის დროსაც და ამიტომ..."
ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ პაოლო მალდინის შესახებ ისაუბრა:
 
"როცა მალდინი "მილანისგან" შორს იყო, კლუბს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა პრობლემები. პაოლოს დაბრუნებამ სიტუაცია გააუმჯობესა, ფანებს იმედი მიეცათ.
 
პაოლოს მოსვლის დღიდან ფეხბურთელებმა არჩევანის "მილანის" სასარგებლოდ გაკეთება დაიწყეს. ეს იმიტომ, რომ მათთვის მალდინის ყოფნა სამომავლო პერსპექტივას ნიშნავდა.
 
მალდინიმ დაიმსახურა სკუდეტო, როგორც ადამიანმა და როგორც მენეჯერმა. დაამტკიცა, რომ ამ პოზიციაზეც შესანიშნავი კარიერა ექნება.
 
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არასდროს საუბრობს ცუდად მეტოქეებზე, ყოველთვის კონცენტრირებულია მხოლოდ საკუთარ გუნდზე. ასეთი იყო ფეხბურთელობის დროსაც და ამიტომ ბევრი მეგობარი და ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მეტოქე გუნდების ფანებიდან."
1 კვირის წინ
756 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო