logo

"მილანი" "დორტმუნდის" ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესდა

"მილანი" "დორტმუნდის" ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესდა

იტალიური სპორტული პრესის ინფორმაციით, "მილანი" "დორტმუნდის" ჩამქრალი ვარსკვლავის მარიო გიოტცეს გადაბირებით დაინტერესდა.

"როსონერი" გეგმავს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირი გუნდში უფასოდ აიყვანოს, მას შემდეგ, რაც მას "დორტმუნდთან" კონტრაქტი ამოეწურება.

მარიო გიოტცეს ხელშეკრულება "ბორუსიასთან" ზაფხულში ეწურება, ხოლო გერმანული გრანდი მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

27 წლის ფეხბურთელი "დორტმუნდში" "ბაიერნიდან" 2016 წელს დაბრუნდა, თუმცა მისი კარიერა სათანადო რელსებზე ვერაფრით დაბრუნდა.

ყველა ტურნირზე მარიო გიოტცეს "დორტმუნდის" რიგებში 217 მატჩი აქვს ჩატარებული, მან თავის გამოჩენა 45 გოლით მოახერხა.

6 თვის წინ
1108 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 135
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ