ლეაომ "მილანის" წინადადება არ მიიღო

ლეაომ "მილანის" წინადადება არ მიიღო

საიდუმლო არ არის, რომ "მილანს" გუნდის შემტევ რაფაელ ლეაუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და ამ საკითხზე უკვე მუშაობს.

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით,  მილანელებმა ფეხბურთელს პირველი ოფიციალური წინადადება უკვე გაუკეთეს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი შეთავაზებას არ დათანხმდა. 

წყაროს ცნობით, "როსონერი" ხელფასის გაზრდას 1.5 მილიონიდან 5.5 მილიონამდე სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ის მინიმუმ 7 მილიონს იმსახურებს.

"მილანი" პორტუგალიელის აგენტთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი წინადადებით მიმართავს, რადგან მისი გაყიდვა იტალიის ჩემპიონების რიგებში არც კი განიხილება.

1 კვირის წინ
1044 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო