"Sportmediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზვონიმირ ბობანმა ივან რაკიტიჩის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. გადაწყვეტილი ამბავია, რომ 31 წლის ნახევარმცველი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" დატოვებს.
გამოცდილი ხორვატი ნახევარმცველის გადაბირება ფინანსური თვალსაზრისით ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ხელმძღვანელობაში გადაწყვეტილება მიიღეს და ფრანკ კესიე გაიყიდება. კოტ დ'ივუარელ ფეხბურთელს მსურველები პრემიერ ლიგაში ჰყავს და მზად არიან მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღონ.
გარდა ამისა ჰორიზონტზეა "მონაკოც", რომელიც ახალგაზრდა აფრიკელი ნახევარმცველის გადაბირებას გასულ ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.