logo

ცნობილია კონტრაქტის დეტალები, რომელსაც "ჩელსი" დონარუმას უმზადებს

ცნობილია კონტრაქტის დეტალები, რომელსაც "ჩელსი" დონარუმას უმზადებს

უკვე გამცნეთ, რომ ლონდონის "ჩელსი" "მილანის" იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებასთან  ყველაზე ახლოსაა.

ფეხბურთელი "არისტოკრატებს" მინო რაიოლამ შესთავაზა, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს, დონარუმას სარფიანი კონტრაქტი გააფორმებინოს.

იტალიელი მიმომხილველის, ალესანდრო იაკობონეს ინფორმაციით, "ჩელსი" "მილანის" მეკარეს სარფიან წინადადებას უმზადებს.

ინგლისური კლუბი მზადაა, დონარუმას წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც მას გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

საერთო ჯამში, "ჩელსი" "მილანს" 60 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო თავად დონარუმასთან 5 წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.


7 თვის წინ
1046 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 136
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ