მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მედიის წარმომადგენლებთან "მილანის" დღევანდელი სიტუაციის შესახებ ისაუბრა:
"მიხარია, რომ "მილანი" აღმასვლის გზაზეა.
ჩვენი ღირსეული კონკურეტნი 50 წლის მანძილზე მხოლოდ ისინი იყვნენ. არა "ბარსელონა" ან ნებისმიერი სხვა გუნდი, არამედ "მილანი".
გამიხარდება, თუ სეზონს ტიტულით დაასრულებენ".
შეგახსენებთ, "მილანი" სეზონის დასკვნით მატჩს ხვალ, "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს.