"ლაციო" "მილანის" ვინგერით ინტერესდება

"ლაციო" "მილანის" ვინგერით ინტერესდება

Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ლაციო" ზაფხულში "მილანის" ვინგერის ჯუნიორ მესიასის გაფორმებას შეეცდება.

როგორც იცით, ბრაზილიელი ფეხბურთელი "მილანის" რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს და როსონერის ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, გამოისყიდის მას 4.5 მილიონის სანაცვლოდ, თუ "კროტონეში" დააბრუნებს, რომელიც სერია ც-ში გავარდა.

წყაროს ცნობით, თუ "ლომბარდიული" გრანდი 30 წლის ბრაზილიელის გამოსყიდვაზე უარს იტყვის, მის ტრანსფერზე "ლაციო" იმუშავებს.

1 თვის წინ
554 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო