როგორც "MilanNews-ი" იტყობინება, "მილანი" ქალაქის მერიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, "როსონერის" სურს, ფანებისთვის "სასუოლოსთან" მატჩისათვის სასიამოვნო გარემო შექმნას, სადაც კარგად შეძლებენ შეხვედრის ყურებას.
მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, 18 000 ფანი იქნება "მაპეი სთეიდიუმზე".
გეტყვით, რომ "სასუოლოსა" და "მილანის" დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით 20:00 საათიდან, დაიწყება.
ლომბარდიულ გრანდს მინიმუმ არწაგება სჭირდება ამ მატჩში.