იენს პეტერ ჰაუგემ, რომელმაც ევროპის ლიგა მოიგო, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ჩემთვის სეზონი არ დასრულებულა. თუ "მილანი" კვირას "სკუდეტოს" მოიგებს, მხოლოდ მაშინ დასრულდება."
"Calciomercato-ს" ინფორმაციით, იგი ფრანკფურტის "აინტრახტის" ფეხბურთელი ხდება ოფიციალურად.
"როსონერი" იჯარისთვის 2 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც 8 მილიონი ევრო დაემატება (პერმანენტული ტრანსფერი, +2 მილიონი ევრო ბონუსის სახით).
მოგეხსენებათ, კვირას "მილანს" მინიმუმ არწაგება სჭირდება "სასუოლოსთან", თავის მხრივ, 18 000 გულშემატკივარიც "მაპეი სთეიდიუმზე" იქნება.