"TMW-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" ნიკოლო ძანიოლოთი ინტერესდება.
თუმცაღა, "როსონერი" ამ ბრძოლაში მარტო არ იმყოფება. იტალიელი ფეხბურთელი "იუვენტუსის" რადარზეც იმყოფება, მაგრამ ტურინელები არ აპირებენ 50 მილიონი ევროს გადახდას, რომელსაც "რომა" ითხოვს.
თავის მხრივ, ლომბარდიული გრანდის აქტიურობა ხელმძღვანელობის ცვლილებასთან თანხვედრაშია და მოლაპარაკების პროცესიც შესაბამისად წარიმართება.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ძანიოლოს მონაგარი რომაული კლუბის მაისურით 39 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.