პიოლის მნიშვნელოვანი მიღწევა

პიოლის მნიშვნელოვანი მიღწევა

როგორც Sky Sports Italia იტყობინება,  სტეფანო პიოლის "მილანის" ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგი აქვს ქულათა საშუალო მაჩვენებლის მიხედვით. 

პიოლი მატჩში საშუალოდ 1.96 ქულას აგროვებს. ასეთ შედეგს 2019 წლის ოქტომბრიდან აჩვენებს, როდესაც "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა.

მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს აქვს, რომელიც მატჩში საშუალოდ 2.02 ქულას აგროვებდა.

პიოლიმ ისეთი დიდებული მწვრთნელები მოიტოვა უკან, როგორებიც არიან: არიგო საკი (1.95), ნერეო როკო (1.95), კარლო ანჩელოტი (1.84) და მასიმილანო ალეგრი (1.81).

1 კვირის წინ
584 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო