"მილანმა" მენიოს შემცვლელი მონახა

"მილანმა" მენიოს შემცვლელი მონახა

"Sempremilan-ზე" დაყრდნობით, "მილანმა" მაიკ მენიოს შემცვლელი მონახა, რაც როტაციის უკეთეს საშუალებას შექმნის მეკარის პოზიციაზე.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საუბარია გაბრიელთან დაკავშირებით, რომელიც "როსონერის" ღირსებას უკვე იცავდა.

იგი ლომბარდიულ გრანდს 2012 წლის 1-ლ ივლისს შეუერთდა და 2018 წლის 17 აგვისტოს დატოვა მან გუნდი.

როგორც ცნობილია, "მილანი" მისი დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. ის, წესითა და რიგით, დიდი კლუბისთვის მზადაა. 

გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გაბრიელის მონაგარი "ლეჩეს" მაისურით 33 დაპირისპირებაში 14-ჯერ მშრალად შენახული კარია.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

1 კვირის წინ
1319 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო