"მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"გამარჯობა ყველას. სასიამოვნოა აქ ყოფნა. თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ.
ყველანი "მილანისა" და "ატალანტას" მატჩს ველოდებით. შესანიშნავია ეს მხარდაჭერა, რომელიც ძალას გვანიჭებს ამ განსაკუთრებულ სეზონში.
ეს ერთობა და სიამაყე თვითდაჯერებას გვმატებს. ვეღარ ვითმენთ კვირის მატჩისათვის.
ფეხბურთელებს მშვიდსა და კონცენტრირებულს ვხედავ. აუცილებელია, რომ ამ შესაძლებლობას პოზიტიურად შეხვდნენ.
პიოლი ძალიან მაგარი ადამიანია. ყოველთვის მშვიდად არის. ის ჩვენთვის არამხოლოდ მწვრთნელია. განსაკუთრებული პიროვნებაა", – დასძინა ივანმა.