რაფა ლეაომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მისი მთავარი ოცნება და საფეხბურთო კერპები დაასახელა:
"მილანში" ძალიან ბედნიერი ვარ, ახლა დიდი მიზნისთვის ვიბრძვით, რომლამდეც სულ ცოტა დარჩა.
წინ ორი გადმწყვეტი მატჩია და ახლა დანებებას არ ვაპირებთ. მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრებს.
ჩემი კერპი? მბაპე, ნეიმარი და რონალდო. იბრაც უნდა ვთქვა, თორემ ხვალ აუცილებლად მომკლავს.
რაც შეეხება ჩემს უმთავრეს ოცნებას, ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაა".