"მილანის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დემეტრიო ალბერტინიმ სანდრო ტონალი და ანტონიო კონტე ერთმანეთს შეადარა:
"სანდრო ტონალი ძალიან მაგონებს ანტონიო კონტეს "იუვენტუსში". ნახევრამცველი, რომელსაც აქვს საკუთარი ხასიათი, ინდივიდუალური მახასიათებლები და ძალიან გუნდური მოთამაშეა.
სანდრო ფასდაუდებელია. "მილანი" მის ტრანსფერზე დაყენებას არ გეგმავსმ, თუმცა თუ გუნდი სკუდეტოს მოიგებს ტონალის ფასი 50 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
სეზონის ფინიში? "ვერონასთან" მატჩამდე ვთვლიდი, რომ 50%-ით სკუდეტო ჩვენი იყო, ახლა კი ამ შანსმა 60%-მდე აიწია. "ატალანტასთან" რთული იქნება, თუმცა გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. მეცინება, როცა "მილანს" სათანადოდ არ აფასებენ".