იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ სერია ა-ს ფავორიტი დაასახელა:
"როგორც ტაბლოზე ვხედავთ, ფავორიტი "მილანია", თუმცა წინ ორი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ახლა მათზე განსაკუთრებით დიდი ზეწოლაა, თუ საჩემპიონო რბოლას 10 ტურით ადრე ჩამოშორდები სტრესი ნაკლებია, ხოლო ფინიშის ხაზთან ყველაფერი რთულდება.
ვფიქრობ, სკუდეტოს "მილანი" აღმართავს, თუმცა ეს ფეხბურთია და ფეხბურთი მოულოდნელობებით არის სავსე".