MilanNews-ის ინფორმაციით, "მილანი" მიმდინარე სეზონის ბოლოს ალესანდრო ფლორენცის გამოსყიდის.
წყაროს ცნობით, "როსონერისა" და "რომას" წარმომადგენლებს შორის უახლოეს პერიოდში შეხვედრა შედგება და როსონერი შეეცდება, რომ ფლორენცის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხა - 4.5 მილიონი ევრო დაახლოებით 3 მილიონამდე შეამციროს.
31 წლის ფეხბურთელს ტრამვიანობის გამო ბევრი გაუცდა, თუმცა დრო, რომელიც მოედანზე გაატარა ნაყოფიერად გამოიყენა და სტეფანო პიოლის ნდობაც მოიპოვა.