"მილანის" სატრანსფერო გეგმებს ერთი ფაქტორი აფერხებს" - ფაბრიციო რომანო

"მილანის" სატრანსფერო გეგმებს ერთი ფაქტორი აფერხებს" - ფაბრიციო რომანო

გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ "მილანის" შესაძლო გაყიდვასა და კლუბის სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"მილანის" მფლობელებსა და კლუბით დაინტერესებულ კომპანიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და შედეგი, რომელიც ბოლოს დადგება როგორც კლუბის მომავლისთვის, ასევე აწმყოსთვის უმნიშვნელოვანესია.

ისმაელ ბენასერს, რაფა ლეაოსა და სხვა ფეხბურთელებს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ,  თუმცა პირველ რიგში იმის გარკვევა უნდათ, ვინ იქნება "მილანის" მფლობელი.

ასევე, ლომბარიელთა დირექტორებს სიტყვიერი შეთანხმება აქვთ სვენ ბოტმანთან და დივოკ ორიჯისთან, მაგრამ შეთანხმების დახურვას სწორედ მფლობელების ფაქტორი აფერხებს".
 

1 კვირის წინ
712 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო