როგორც იცით, ბაჰრეინულ კომპანია InvestCorp-სა და ამერიკულ RedBird-ს შორის "მილანის" საკონტროლო პაკეტის გასაფორმებლად ბრძოლა გრძელდება.
შექმნილი კონკურენციის გამო, InvestCorp-ი Elliott-ს უახლოეს პერიოდში ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.
MilanNews-ის ინფორამციით, ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებში RedBird-ი ლიდერობს, მაგრამ InvestCorp-ი დანებებას არ აპირებს და ახალ წინადადებას უახლოეს პერიოდში წარადგენს.
წყაროს ცნობით, სეზონის დასრულებამდე Elliott-ი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და იმედი აქვს, რომ გუნდის წარმატება სერია ა-ში მის ფასს კიდევ უფრო გაზრდის.