"ასეთი ნიჭიერი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ იყო" - ლეაოს ყოფილი მწრთვნელი

"ასეთი ნიჭიერი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ იყო" - ლეაოს ყოფილი მწრთვნელი

რაფაელ ლეაოს ყოფილმა მწვრთნელმა, ტიაგუ ფერნანდეშმა, რომელიც "მილანის" თავდამსხმელთან ერთად "სპორტინგში" მუშაობდა, პორტუგალიელის ტალანტზე ისაუბრა:

"ლეაო რონალდოს ჰგავს. მატჩების ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. სისწრაფით, ტექნიკით, ფეთქებადი აჩქარებებით "ფენომენს" მაგონებს. ამ თვისებებს ყოველ უქმეებზე ამჟღავნებს და "მილანი" წარმატებისკენ მიჰყავს".

რაფა გავიცანი, როცა 12-13 წლის იყო, "სპორტინგის" თითქმის ყველა ბავშვთა გუნდში ვწვრთნიდი, სანამ 18 წლის ასაკში პირველ გუნდში არ შედგა მისი დებიუტი. გარწმუნებთ, ამ ასაკში ასეთი ნიჭიერი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ იყო.

ვამაყობ, რომ რაფაელი ისეთ დიდ კლუბში ასპარეზობს, როგორიც "მილანია". შესანიშნავად გამოსდის. ვიმედოვნებ, სკუდეტოს მოიგებს".

1 კვირის წინ
890 / 1
Ibra
user
Ალექსი Ჯერ ანრის გავსო ეხლა რონალდოს ბოლოს ნიანგს და კარიერას დაასრულებს მერეsmile კი მატაობა და სისწრაფე აქვს მარა ძალიან ზარმაცია არ უყვარს ბურთზე ბრძოლა და მალე იღლება მაგ მხრივ თუ მოუმატებს მაშინ იქნება დონე. Ამას რო ზლატანი არ აძალებდეს  ესეთ დონეზე ვერ ითამაშებდა 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო