მოგეხსენებათ, "მილანი" "სკუდეტოს" მოგებას უახლოვდება. სერია ა-ს დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.
"Sempremilan-ზე" დაყრდნობით, "როსონერი" სეზონის დასკვნით ფაზაში დანაკლისის წინაშე, შესაძლოა აღმოჩნდეს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დისკვლაფიკაციამდე 1 ყვითელი ბარათი აშორებთ: ბრაჰიმ დიასს, პიერე კალულუს, ალესიო რომანიოლის, ფიკაიო ტომორისა და რაფაელ ლეაოს.
ასე და ამგვარად, სტეფანო პიოლისა და მის გუნდს წინ ორი რთული დაპირისპირება ელოდებათ.