"ვერონასთან" მატჩში სანდრო ტონალი, რომელიც გუშინ ობილარი იყო უბრალოდ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
როგორც DZAN-ი იტყობინება, შეხვედრის შემდეგ "მილანის" იტალიელი ნახევარმცველი დოპინგზე შეამოწმეს. თუმცა სანდრომ ტესტი 10-იანზე ჩააბარა.
შეხვედრის შემდეგ 22 წლის ტონალიმ მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარიც გააკეთა:
"ეს შესანიშნავი საღამო იყო ყველა "როსონერისთვის". აქ მოვედით გამარჯვებისთვის და შინ გამარჯვებულები ვბუნდებით.
მეტოქის გოლმა ვერაფერი დაგვაკლო, რადგან ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და სასურველ შედეგამდე მივედით".