logo

კიდევ ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავი "მილანის" სატრანსფერო რადარზე

კიდევ ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავი "მილანის" სატრანსფერო რადარზე

კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ "მილანი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს და აქცენტს ძირითდად ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთებს.

La Gazzetta Dello Sport - ის ცნობით, "როსონერი" ზაფხულში "ანდერლეხტის" ტალანტის ჯერემი დოკუს შეძენას შეეცდება.

დოკუს ტრანსფერი გაზიდისის გეგმის ნაწილია და ფეხბურთელს პირადად "მილანის" დირექტორი აკვირდება. 

გასულ იანვარში "მილანმა" "ანდერლეხტიდან" უკვე შეიძინა ალექსის საელმეიკერი.

რაც შეეხება დოკუს, იგი უკვე დიდი ხანია მოექცა ევროპული გიგანტების სკაუტების დაკვირვების ქვეშ. 17 წლის მოთამაშეს შეტევის მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში.

ასაკის მიუხედავად, მას ბელგიის U21 ნაკრებშიც უხმობენ. 

მიმდინარე სეზონში ბელგიის უმაღლეს ლიგაში კი დოკუს 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

6 თვის წინ
1079 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ