როგორც გავლენიანი გამოცემა ANSA იტყობინება, შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მომავალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ცნოით, მას შემდეგ, რაც "როსონერიმ" "ატალანტასთან" სამარცხვინოდ წააგო იბრა "მილანის" შემოთავაზებას დათანხმდა.
მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე კვირაა კლუბი შვედით გადაბირებით იყო დაკავებული, მაგრამ ფორვარდს ანაზღაურება არ აკმაყოფილებდა.
ზლატანი "მილანში" 2010-12 წლებშიც თამაშობდა. მაშინ მან 85 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა, სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო.