logo

"მილანი" და რევოლუცია. ტეო ერნანდესი ახალი პროექტის ცენტრშია

"მილანი" და რევოლუცია. ტეო ერნანდესი ახალი პროექტის ცენტრშია

ტეო ერნანდესი 2019/2020 წლის სეზონში "მილანის" შემადგენლობაში უდავოდ საუკეთესო იყო.

ფრანგი ფეხბურთელის ტალანტი, მისი სისწრაფე, ფიზიკური შესაძლებლობები და ტექნიკა სრულად წარმოჩინდა და გასაკავირი არაა, რომ ბევრმა გამოცემამ იგი სერია ა - ს სეზონის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.

Gazzetta Dello Sport - ის ინფორმაციით, "მილანი" ემზადება ახალი პროექტისთვის, რომლის ცენტრშიც სწორედ ტეო ერნანდესი იქნება და გუნდი მის ირგვლივ აიგება.

"რეალის" ყოფილი მოთამაშე თავის როლს მოედანზე თუ მის მიღმა კარგად გრძნობს. იგი ერთ-ერთი ლიდერია გასახდელში და გუნდისთვის მოტივაციის მიცემასაც არასდროს იზარებს.

იტალიური მედიის ცნობითაც, ზლტან იბრაჰიმოვიჩის გუნდში მისვლის შემდეგაც მას თავისი ლიდერის როლი არ დაუკარგავს.

წყაროს ცნობით, ზაფხულიდან "მილანი" სრულიად ახალი გუნდის აშენებას დაიწყებს, ბევრ ფეხბურთელს იყიდის და გაყიდის, ხოლო ახალი პროექტის ღერძი აუცილებლად ტეო ერნანდესი იქნება.

2 თვის წინ
1093 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 325
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ