logo

"ცუდი ბიჭების" ტრიუმფი (+ვიდეო)

იბრაჰიმოვიჩი, გატუზო, კასანო, კევინ პრინც ბოატენგი და რობინიო. "ცუდი ბიჭები" რთული ხასიათით, მწეველები, მაგრამ "მილანის" მე-18-ე ჩემპიონობის მთავარი შემომქმედნი. გალიანიმ ალეგრიზე სწორი არჩევანი გააკეთა: იტალიელმა სპეციალისტმა მაქსიმუმი გამოაცხო ბარბარა ბერლსუკონისა და პატოს ურთიერთობისგან, შესანიშნავად აათამაშა განელი ნახევარმცველი ბოატენგი, რომელიც მოედანზე ისეთივე საოცრებებს აკეთებდა, როგორც მაიკლ ჯექსონი სცენაზე და ამას საოცარი ესთეტიურობით აკეთებდა. იბრაჰიმოვიჩის დარტყმა კასანოს თავში ტაეკვანდოს ილეთით. ეს ყველაფერი იყო 2010/11 წლები, ბერლუსკონის ერის ბოლო სკუდეტო.

ამ ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ადრიანო გალიანი, რომელმაც ბრიტანული "პორტსმუტიდან" სრულად უცნობი ბიჭი კევინ პრინც ბოატენგი იყიდა. გალიანიმ ამ სვლით თავის ბრწყინვალე ალღოს გაუსვა ხაზი, თუმა ეს ყველაფერი არაა - "მილანის" თავკაცად "კალიარის" მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დანიშნა.

14,14,14. ეს ის ციფრებია, რამდენი გოლის გატანაც პატომ, რობინიომ და იბრაჰიმოვიჩმა იმ სეზონში შეძლეს. პატო 25-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, რობინიო 34-ჯერ, ხოლო ზლატანი 29-ჯერ. სეზონის დასაწყისში "როსონერიში" რონალდინიოც ირიცხებოდა, თუმცა 2011 წლის იანვარში გალიანიმ 7,5 მილიონ ევროდ ბრაზილიელი ვარსკვლავი "ფლამენგოში" გაასხვისა.

სეზონის პირველ ნაწილში ალეგრიმ გადაწყვიტა ნახევარდაცვის ცენტრში ვან ბომელი განემწესებინა, თუმცა პირლოს გამოჯანმრთელების შემდეგ ნახევრად გარემარბის როლი მოარგო. მაქს ალეგრის თითოეულ პოზიციაზე ურთულესი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, თუმცა ამ ყველაფრის წყალობით მან სუპერ თასიც მოიგო, სადაც ჯან პიერო გასპერინის "ინტერი" 2-1 დაამარცხეს. "როსონერის" მხრიდან თავი იბრაჰიმოვიჩმა და ბოატენგმა გამოიჩინეს, ხოლო "ნერაძურის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი სნეიდერი გახლდათ.

2010/11 წლების სეზონი "მილანმა" 82 ქულით დაასრულა, მეორე ადგილზე კი "ინტერი" გავიდა 76 ქულით. არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვის ცენტრიც ნესტა-ტიაგო სილვას უცვლელი დუეტის სახით. გუნდის კაპიტანო მასიმო ამბროზინი იყო, ხოლო ვიცე კაპიტანი ჯენარო გატუზო. ეს იყო გამოცდილი გუნდი რამდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელით, როგორებიც იყვნენ პატო და მერკელი. ალეგრის გუნდი არ თამაშობდა თვალწარმტაც ფეხბურთს, მაგრამ ფაქტია ის სტილი და ტაქტიკა ძალიან შედეგიანი იყო.

იმ დროინდელი "მილანის" სრული შემადგენლობა:

მეკარეები: კრისტიან აბიატი, ამრკო ამელია, ფლავიო რომა, დავიდე პეჩინი.

მცველები: იგნასიო აბატე, ლუკა ანტონინი, დანიელე ბონერა, დიდაკ ვილა, მარეკ იანკულოვსკი, ნიკოლა ლეგროტალიე, ალესანდრო ნესტა, მასიმო ოდო, სოკრატის პაპასტატოპულოსი, ტიაგო სილვა, მარიო იეპესი, ჯანლუკა ძამბროტა.

ნახევარმცველები: მასიმო ამბროზინი, კევინ პრინც ბოატენგი, სიმონე კალვანო, ურბი ემანუელსონი, მატიე ფლამინი, ჯენარო გატუზო, ალექსანდრ მერკელი, ანდრეა პირლო, კლარენს ზეედორფი, როდნი სტრასერი, მარკ ვან ბომელი.

თავდამსხმელები: ალექსანდრ პატო, ჯაკომო ბერეტა, ანტონიო კასანო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ფილიპო ინძაგი, ნამდი ოდუამადი, რობინიო, სიმონე ვერდი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი. მწვრთნელის ასისტენტი: მაურო ტასოტი.

"მილანი" შემადგენლობიდან გამომდინარე სეზონის დასაწყისშივე იყო ფავორიტი და ეს სტატუსი გაამართლა. ის "მილანი" ბოლო წლების საუკეთესო "როსონერი" იყო, იმ გუნდს უნდა მოეგო სკუდეტო და მოიგო კიდეც!

6 თვის წინ
1407 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ