ბოლო ინფორმაციით, "მილანი" მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის თანამდებობის შეთავაზებას რალფ რანგნიკისთვის აპირებს.
გერმანელი საფეხბურთო ფუნქციონერისა და "მილანის" კავშირის შესახებ მედიაში ახალი დეტალები გაჩნდა.
გერმანული გამოცემა Bild გვაუწყებს, რომ რანგნიკთან "მილანმა" მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო, თუმცა ბევრ ნიუანსზე მხარეები თავიდანვე ვერ შეთანხმდნენ.
ამჟამად "როსონერის" ხელმძღვანელებისთვის მთავარ ამოცანად კვლავ გერმანელის გუნდში მოყვანა რჩება და ამ ყველაფერს 2020 წლის ივნისისთვის აპირებენ.
თუმცა, "მილანს" ასევე სურს რანგნიკი კლუბის საქმეებში არაოფიციალურად 2020 წლის იანვრიდანვე ჩაერთოს, რათა ის სიტუაციის დალაგებას შეუდგეს და მართვის სტრუქტურას ალღო აუღოს.
"მილანის" გარდა გამოცდილ სპეციალისტებს სხვა გრანდებიც ეძებენ, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნიც", რომელმაც ახალი მწვრთნელის დანიშვნა ივნისამდე გადადო.
აქვე შეგახსენებთ, რომ რალფ რანგნიკი ამჟამად "რედ ბულის" სპორტული საქმიანობის დირექტორია.