logo

"მილანში" ბაკაიოკოს დაბრუნების გეგმა შეიმუშავეს

"მილანში" ბაკაიოკოს დაბრუნების გეგმა შეიმუშავეს

ალბიონური "Daily Mail"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაკაიოკოს "ჩელსიში" დაბრუნება არ უნდა და კვლავ "მილანის" მაისურის მორგებაზე ოცნებობს.

26 წლის ფეხბურთელისადმი გულგრილი არც ლომბარდიული გრანდია. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მისი ხელში ჩაგდება გუნდს უფრო იაფი დაუჯდება ვიდრე ადრე.

პრობლემატური ფეხბურთელის ხელფასია, თუმცა ფრანგი ნახევარმცველი მზადაა "სან სიროზე" დაბრუნების სანაცვლოდ გასამრჯელოს შემცირებას დაუფიქრებლად დათანხმდეს.

მიუხედავად ყველაფრისა, "როსონერის" ტიმუეს შესაძენად რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს და თუ ზემოთ ხსენებულ ინგლისურ წყაროს ვენდობით, საუბარი კესიეზეა.

1 თვის წინ
911 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ