logo

როგორ გაუშვა ხელიდან "მილანმა" ლუკაკუს საოცრად დაბალ ფასში გადაბირების შანსი

როგორ გაუშვა ხელიდან "მილანმა" ლუკაკუს საოცრად დაბალ ფასში გადაბირების შანსი

რომელუ ლუკაკუ "ინტერში" შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა იყო შანსი ბელგიელი თავდამსხმელი ადრეულ ასაკში "შავ-წითელი" მაისურით გვენახა. ნერაძურის მაისურით მას 35 შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

26 წლის თავდამსხმელი ანტონიო კონტემ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა და ორივე დერბიში შეძლო მეტოქის დამწუხრება. ბელგიური "Het Laaste Nieuws"-ის ინფორმაციით, 2009 წელს გალიანიმ "ანდერლეხტს" 15 წლის ბიჭის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევრო შესთავაზა.

ტრანსფერი რომელუს მამამ დაბლოკა, რადგან თვლიდა, რომ ბიჭს გარემოს შეცვლა არ მოუხდებოდა და სამშობლოში უნდა დარჩენილიყო. როჯერმა მაშინ შემდეგი განცხადება გააკეთა: "როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჩემი შვილიც ოცნებობს დიდი გუნდის მაისური მოირგოს, თუმცა მას ბევრი ვესაუბრე და გავაგებინე, რომ ამჟამად "ანდერლეხტი" მისთვის შესაფერისი ადგილია."

ლუკაკუმ ბელგია 2011 წელს დატოვა და "ჩელსიში" 15 მილიონ ევროდ გადაბარგდა, რათა დიდიე დროგბა შეეცვალა. რომელუმ ლონდონში დიდი კვალი ვერ დატოვა, რის შემდეგაც "ინტერამდე" "ევერტონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" ირჯებოდა.

4 თვის წინ
1057 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ