logo

მალდინი 2005 წლის ფინალზე: "გასახდელში ეს ხდებოდა"

მალდინი 2005 წლის ფინალზე: "გასახდელში ეს ხდებოდა"

ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია. "მილანი" პირველი ტაიმის შემდეგ სამ ბურთიანი უპირატესობით იმარჯვებდა, თუმცა ტიტული "ლივერპულს" დარჩა. პაოლო მალდინიმ ჰოსპიტალში ყოფნის პირობებში ძველი დრო გაიხსენა.

"რაც მაშინ დაიწერა ყველაფერი სიცრუე იყო. შესვენება ჩვენ არაფერი გვიზეიმია. ერთმანეთს ვეხუმრებოდით და ჩვეულებრივი განწყობა იყო, როცა ანჩელოტიმ დაიყვირა: "ხმა ჩაიგდეთ ხუთი წუთით!". ამის შემდეგ მშვიდად ვისაუბრეთ, თუმცა ფეხბურთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტია და ჩვენ დავმარცხდით."

"არასდროს არ ვნანობ იმას, რასაც ვამბობ. ბერლუსკონი? კარიერის დასრულების შემდეგ მას ტელეფონზე ერთადერთხელ ვესაუბრე და მხოლოდ ერთხელ ვნახე მამაჩემის გარდაცვალების დროს." - განაცხადა მალდინიმ.

1 კვირის წინ
659 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 285
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ