logo

"ბერლუსკონიმ ოქროს ბურთი წამართვა"

"ბერლუსკონიმ ოქროს ბურთი წამართვა"

ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პაულო ფუტრემ განაცხადა, რომ 1987 წელს ოქროს ბურთი "მილანის" მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ წაართვა და რუუდ გულიტს გადასცა.

"ოქროს ბურთის მოსაგებად ვიბრძოდი, მაგრამ მეორე ადგილზე გავედი, ხოლო ჯილდო რუუდ გულიტს გადაეცა, "მილანის" ჰოლანდიელ ვარსკვლავს. გულიტი ნამდვილად არის ჩემპიონი, რომელიც იმსახურებდა ოქროს ბურთის მოგებას, მაგრამ არა იმ წელს. სილვიო ბერლუსკონიმ ყველაფერი გააკეთა, რომ მაშინ ეს ტიტული ჰოლანდიელს მოეგო." - განაცხადა ფუტრემ "Mundo Deportivo"-სთან ინტერვიუში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 1987 წელს ფუტრემ "პორტუს" რიგებში ჩემპიონთა თასი მოიგო, ხოლო იმავე წელს გულიტი "პსვ"-ს რიგებში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა.

1 კვირის წინ
641 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 285
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ