ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი ლეონარდო "მილანიდან" ლუკაშ პაკეტას გადაბირებით დაინტერესდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულ რას სთავაზობს ფრანგული გუნდი "როსონერის" 22 წლის ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ, თუმცა როგორც კორესპონდენტი გვამცნობს, მოლაპარაკებები ძალიან მალე დაიწყება.
პაკეტა "მილანმა" 2019 წლის იანვარში ბრაზილიური "ფლამენგოდან" 35 მილიონ ევროდ გადაიბირა.