logo

არა მხოლოდ ახალგაზრდები: რანგნიკის კიდევ ერთი მოთხოვნა "მილანს"

არა მხოლოდ ახალგაზრდები: რანგნიკის კიდევ ერთი მოთხოვნა "მილანს"

ხშირი იყო საუბარი "მილანის" ახალგაზრდულ პროექტზე რანგნიკის თაოსნობით. ზოგი გამოცემა კვლავ იმედიანადაა განწყობილი, ზოგიც ჩაშლილ მოლაპარაკებებზე საუბრობს.

"Sportmediaset"-ის მტკიცებით კი მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები არაა ის, რაც გერმანელმა სპეციალისტმა მოითხოვა. რალფს მთლიანად სურდა "ლაიფციგის" პროექტი მოერგო "როსონერისათვის" და გუნდში დინამიური ფეხბურთელები მიეწვია, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.

ამ ყველაფრის ფონზე რანგნიკს სატრანსფერო ფანჯარაზე სრული თავისუფლება სჭირდებოდა, რაზეც ივან გაზიდისისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

6 თვის წინ
1345 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 50
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ