logo

ტოვინი "მარსელს" დატოვებს: მისი შეძენა სამ კლუბს სურს

ტოვინი "მარსელს" დატოვებს: მისი შეძენა სამ კლუბს სურს

"Le10Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფლორიან ტოვინი "მარსელთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე აკავშირებს და ლიგა 1-ს დატოვებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით 27 წლის ნახევარმცველის ხელში ჩაგდებით სამი გუნდი დაინტერესდა: "მილანი", "რომა" და "ვალენსია".

მსოფლიო ჩემპიონის ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა სამივე კლუბი მის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდებიან. ფლორიანს მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო მთლიანად გაუცდა და ჯამში ორ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 20 წუთი გაატარა.

8 თვის წინ
1041 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 199
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ