logo

"მილანი" ფეკირის ვარიანტს მიუბრუნდა

"მილანი" ფეკირის ვარიანტს მიუბრუნდა

გასულ ზაფხულს მოულოდნელად ნაბილ ფეკირი "ლიონიდან" "ბეტისში" გადაბარგდა. მოულოდნელი იმიტომ, რომ მას უამრავი გრანდი ეპატიჟებოდა. ფრანგი ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის ლიდერი მალევე გახდა და მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 7 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ფეკირს რუბის 4-1-4-1 ტაქტიკაში მარჯვენა გარემარბის ან გამთამაშებლის პოზიცია უკავია. ესპანურმა გუნდმა ნაბილის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა "ლიონს", რასაც ბონუსების სახით 10 მილიონიც დაემატა. ამას გარდა ფრანგულ გუნდს მომავალი გაყიდვიდან 20%-იც ერგება. 26 წლის შემტევის გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროპის ლიგის გარეშე "ბეტისი" იძულებული იქნება გუნდის ლიდერს შეელიოს, თუმცა 100 მილიონი ევრო ის თანხაა, რომელსაც ფრანგ-ალჟირელის სანაცვლოდ არ გადაიხდიან, ამიტომ ესპანელები მას 40 მილიონ ევროდ აფასებენ. "მილანი" მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება მის გადაბირებას და ამასთანავე ანდალუსიელებს ფასის დაკლებაზე მოელაპარაკება.

8 თვის წინ
995 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 204
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ