logo

შევჩენკო: "მილანის" ქომაგებო, დარჩით სახლებში და უყურეთ ამ 3 მატჩს"

შევჩენკო: "მილანის" ქომაგებო, დარჩით სახლებში და უყურეთ ამ 3 მატჩს"

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ იტალიაში კორონავირუსის გავრცელებისა და სერია ა-ს შეჩერების შესახებ ისაუბრა. "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში შევამ "მილანის" ფანებს იზოლაციის დროს 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსენება ურჩია. 

მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში "როსონერი" "იუვენტუსს" შეხვდა, ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი "მილანმა" 3:2 გაიმარჯვა. გადამწყვეტი 11-მეტრიანი სწორედ შევჩენკომ გაიტანა.

"ძალიან ფრთხილად ვარ. გოლფს ვთამაშობ, სპორტულ დარბაზშიც დავდივარ, მაგრამ ვცდილობ, ყველანაირ კონტაქტს მაქსიმალურად მოვერიდო".

"შიშთან შეგუება არ შეიძლება, წინ უნდა გავიხედოთ. ლომბარდიაში ჩემი მეგობარი დაინფიცირდა. ახლა მან დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო, მაგრამ თავიდან გაუჭირდა. წონაში სერიოზულად დაიკლო, თუმცა უკეთ არის".

"ევრო 2020-ის გადატანა სწორია. ფეხბურთი ადამიანების დღესასწაულია, თუმცა, როდესაც მათ ეშინიათ და ადგილზე არ არიან, რა დღესასწაულზეა საუბარი? უეფამ მოთამაშეთა და მაყურებლებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო".

- "მილანის" გულშემატკივრებს მატჩების გადატანის დროს თავისუფალი დროის გატარებას როგორ ურჩევდით?

- "პირველ რიგში, ფორმას მიხედეთ. ჯანმრთელი საკვები მიიღეთ, იტალიაში ამის პრობლემა არაა. ასევე მინიმალური აქტიურობაც მნიშვნელოვანია. ტრენაჟორებზე ივარჯიშეთ, თუკი ეს თქვენთვის მოსაწყენია, აივანზე გადით. დაეხმარეთ ყველას, ვისაც დახმარება ესაჭიროება, განსაკუთრებით ასაკოვან ხალხს. მათი დავიწყება არ შეიძლება, რადგან ყველაზე დიდ რისკჯგუფში არიან".

- ვარჯიშების შემდეგ რომელი მატჩების ნახვას ურჩევდით?

- "პასუხი მარტივია: ოლდ ტრაფორდზე გამართულ "მილანი" - "იუვენტუსის" ფინალს უყურეთ. ასევე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ან მილანურ დერბის". 

"საუკეთესო ყოველთვის წინაა. იტალიას რთულ პერიოდში შეუძლია ძლიერი იყოს".


7 თვის წინ
1117 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ