logo

რევოლუცია ნახევარდაცვაში: ვინ წავა და ვინ დარჩება

რევოლუცია ნახევარდაცვაში: ვინ წავა და ვინ დარჩება

ბოლო წლებში "მილანში" ხშირად მიმდინარეობს შემადგენლობის ცვლილება და მომავალ ზაფხულს კიდევ ერთია მოსალოდნელი. "როსონერის" ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ, მაგრამ ფაქტია გუნდიდან ბევრი ფეხბურთელიც წავა, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ხაზიდან.

დამრჩენი - ერთადერთი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში, რომლის დარჩენასაც წყალი არ გაუვა ისმაელ ბენასერია, რომელიც ლომბარდიულ გრანდს 16 მილიონ ევროდ შეუერთდა და გუნდის საკვანძო ფეხბურთელი მალევე გახდა.

შესაძლოა წავიდნენ - ფრანკ კესიე და რადე კრუნიჩი. ჯერჯერობით მათი მომავალი გადაწყვეტილი არაა და შესაძლოა კვლავ "სან სიროზე" დარჩნენ, თუმცა მისაღები შეთავაზების შემთხვევაში მათი გასხვისება შეუძლებელი არ იქნება.

წამსვლელები - "მილანს" აუცილებლად დატოვებს ჯაკომო ბონავენტურა, რომელიც დიდი ალბათობით "ნაპოლის" ან "ლაციოს" შეუერთდება. ასევე გუნდს დატოვებს ლუკას პაკეტა, რომელსაც "როსონერი" 25 მილიონ ევროდ აფასებს. და ბოლოს აპენინის ნახევარკუნძულს გამოემშვიდობება ლუკას ბილია, რომელსაც მსურველები ესპანეთში და მშობლიურ არგენტინაში ჰყავს.

7 თვის წინ
1685 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ