logo

სალვინი: "დღევანდელი "მილანი" იტალიის მთავრობაზე უარესია"

სალვინი: "დღევანდელი "მილანი" იტალიის მთავრობაზე უარესია"

იტალიის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და "მილანის" დიდმა გულშემატკივარმა მატეო სალვინიმ თავის ინსტაგრამის გვერდზე ლაივში "ატალანტასა" და "მილანს" შორის გამართულ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.

"ამჟამინდელი "მილანი" ძალიან სამარცხვინოა. ფეხბურთელები გეგმის გარეშე, ბურთის გარეშე, გულის გარეშე, სულის გარეშე, იდეის გარეშე და რაც მთავარია საერთო მიზნის გარეშე თამაშობენ."

"ვულოცავ "ატალანტას" და მათ გულშემატკივრებს ამ დიდებულ გამარჯვებას. ბერგამოელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. დღევანდელი "როსონერის" თამაშებს არ უნდა უყურო, ისინი იტალიის მთავრობაზე უარესები არიან", - განაცხადა სალვინიმ.

9 თვის წინ
945 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ