logo

"პსვ"-მ როდრიგესის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

"პსვ"-მ როდრიგესის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

რიკარდო როდრიგესმა ტეო ერნანდესთან ძირითადი შემადგენლობისათვის ბრძოლა წააგო და იანვარში არენდის წესით ერთ მილიონ ევროდ "პსვ"-ს შეუერთდა.

შვეიცარიელი მარცხენა მცველი ერნესტ ფაბერის გუნდში მალევე მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და მისი მონაწილეობით ჰოლანდიურმა გრანდმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

"პსვ" როდრიგესის გამოსყიდვას აპირებს, თუმცა რამდენად ეს ჯერჯერობით უცნობია, რადგან იანვარში ამ ყველაფერზე საუბარი არ ყოფილა და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას კვლავ მიუჯდებიან, თუმცა ორ კლუბს შორის ძალიან კარგი ურთიერთობის გამო პრობლემა არ წარმოიქმნება და შეთანხმებაც დიდი ალბათობით შედგება.

რიკარდოს "როსონერისთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ამიტომ სავარაუდო თანხად 7 მილიონი ევრო სახელდება. ასევე არსებობს ბარტერის შანსი, რადგან ლომბარდიული გრანდი ჰოლანდიელების მარჯვება მცველის ასპარეზობითაა მოხიბლული.

6 თვის წინ
1073 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ