ოფიციალურად: "ლაზეტიჩი "მილანის" ფეხბურთელია"

ოფიციალურად: "ლაზეტიჩი "მილანის" ფეხბურთელია"

კლუბის ოფიციალური საინფორმაციო წყაროები მოხარული არიან გაცნობოთ, რომ "ცრვენა ზვეზდას" ამჟამად უკვე ყოფილი ფეხბურთელი მარკო ლაზეტიჩი "მილანს" შეუერთდა. 

სერბმა თავდამსხმელმა იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. 

ლაზეტიჩი ქალაქ ბელგრადშია დაბადებული, 2004 წლის 22 იანვარს. რაც შეეხება კრიერის საწყის ეტაპს, მარკო "ცრვენა ზვეზდას" აკადემიას შეუერთდა.

სანამ პირველ გუნდში დებიუტი შედგებოდა, ლაზეტიჩი 2020 წლის ნოემბერში იჯარის წესით  "გრაფიჩარში" გადაბარგდა.

სადაც მან 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 2021 წლისზაფხულში "ცრვენა ზვეზდაში" დაბრუნების"შემდეგ, მიმდინარე სეზონში 1 გოლის გატანა მოახერხა. 

3 თვის წინ
443 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო