აფრიკის თასზე ტრავმირებულ, ფრანკ კესის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა, დაზიანება ეგვიპტესთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია, თუმცა გამოკვლევების შედეგად მას არანაირი მძიმე ტრავმა არ აქვს. ის კვირას უკვე მილანში იქნება, ორშაბათიდან კი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
კესიმ, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.