ჩაშლილი ტრანსფერი – რატომ ვერ გაიფორმა "მილანმა" "ლაციოს" ნახევარმცველი

ჩაშლილი ტრანსფერი – რატომ ვერ გაიფორმა "მილანმა" "ლაციოს" ნახევარმცველი

როგორც "Calciomercato" იტყობინება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, როცა ჰაკან ჩალჰანოღლუმ "მილანთან" კონტრაქტის არგახანგრძლივება გადაწყვიტა, "როსონერის" მთავარი სამიზნე ლუის ალბერტო გახლდათ.

პაოლო მალდინი ესპანელი ფეხბურთელის აგენტსაც კი შეხვდა, 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ახალი გამოწვევისთვის მზად იყო, მაგრამ ტრანსფერი მაინც ჩაიშალა – "ლაციომ" მასში ლომბარდიული გრანდისთვის ზედმეტად დიდი თანხა 40 მილიონი ევრო მოითხოვა.

ბუნებრივია, იტალიური კლუბის დასახელებულმა თანხამ მოლაპარაკების გაგრძელების აზრი დაკარგა და, ამრიგად, შეთანხმება ვერ შედგა.

3 თვის წინ
612 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო