"Calciomercato-ს" ინფორმაციით, "მილანი" "ვალენსიასთან" მოლაპარაკებას აწარმოებს სამუ კასტილეხოსთან დაკავშირებით.
ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, იტალიური და ესპანური მხარეები არა პერმანენტულ ტრანსფერზე, არამედ იჯარაზე (+გამოსყიდვის უფლება) საუბრობენ.
როგორც გუშინ დაიწერა პრესაში, 27 წლის ვინგერით "რეალ ბეტისი" და "ესპანიოლიც" ინტერესდებიან "სამპდორიასთან" ერთად.
გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კასტილეხოს ანგარიშზე "როსონერის" მაისურით 5 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემაა.