რომანიოლი "მილანის" შეთავაზებით უკმაყოფილოა – "როსონერის" პოზიცია ცნობილია

რომანიოლი "მილანის" შეთავაზებით უკმაყოფილოა – "როსონერის" პოზიცია ცნობილია

"Gazzetta dello Sport-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალესიო რომანიოლი "მილანის" შეთავაზებით უკმაყოფილოა, კერძოდ კი მას ხელფასის შემცირება არ სურს.

იტალიელი ცენტრალური მცველის კონტრაქტი "როსონერისთან" 2022 წლის 30 ივნისს იწურება. როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, მოლაპარაკებაში დიდი გაურკვევლობაა, ლომბარდიული გრანდი ზაფხულში მისი დაკარგვისთვის ემზადება.

პაოლო მალდინი და რიკი მასარა დაცვის გაძლიერებას აპირებენ, რომელიც ახალგაზრდა პერსპექტიული მცველის შეძენასაც გულისხმობს, მათ შორის გრძელვადიან ვარიანტად სვენ ბოტმანი მოიაზრება.

ცნობისათვის, ამ სეზონში რომანიოლის ანგარიშზე შავ-წითელი მაისურით 19 დაპირისპირებაში 1 გოლია.

3 თვის წინ
607 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
user
American Ratom umvireben? Anu igrokebs umvireben kiar umateben 😂😂😂Aseti saylevetia milanshi 😁
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო