ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ანტონიო ვიტელომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ბედნიეროდ იბრას მარჯვენა ფეხის აქილევსის მყესის დაზიანება არ დაუდასტურდა, ამიტომ შვედი ფორვარდი მილანური დერბისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ზლატანმა დაზიანება "მილანი" - "იუვენტუსის" დაპირისპირების დროს მიიღო, რასაც დიდწილად მოედნის ცუდ საფარს უკავშირებენ.
ცნობისთვის, დერბი "დელა მადონინა" 5 თებერვალს თბილისის დროით 21 00 საათზე გაიმართება.