რა ბედი ელის პლიცარის? "მილანის" მფლობელობაში მყოფი ახალგაზრდა მეკარე ამჟამად არენდის წესით სერია ბ-ს ბოლო ადგილოსან "ლივორნოში" ირჯება.
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პლიცარის მომავალი დონარუმაზეა დამოკიდებული.
იმ შემთხვევაში თუ ჯანლუიჯი და ანტონიო დონარუმები "სან სიროს" დატოვებენ ალესანდრო "როსონერიში" დაბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კვლავ განათხოვრდება ან გაიყიდება.