იტალიის ჩემპიონატი საშობაო არდადეგებზე გავიდა. "მილანმა" საშობაოდ საკუთარ გულშემატკივრებს კოშმარული საჩუქარი გაუკეთა, "როსონერიმ", ბერგამოში "ატალანტასთან" 0:5 წაააგო.
ასეთი ანგარიშით მარცხი გუნდს დიდი ხანია განცდილი არ ჰქონია. ბოლოს "მილანი" 5 ბურთიანი სხვაობით 1998 წელს, "რომას" წინააღმდეგ დამარცხდა.
ასე რომ, უდიდესი კრიზისის მიუხედავად, "როსონერი" საკუთარი სახის შენარჩუნებას ახერხებდა, თუმცა კატასტროფულმა სიტუაციამ თავისი მაინც ქნა.