მილანური დერბი "იუნაიტედის" მოთამაშისთვის ბრძოლაში

მილანური დერბი "იუნაიტედის" მოთამაშისთვის ბრძოლაში

"Calciomercato-ს" ცნობით, "მილანის" რადარზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი იმყოფება.

"როსონერისთან" ერთად "ინტერი" და "იუვენტუსიც" ინტერესდებიან 24 წლის ფეხბურთელით იტალიიდან, თუმცაღა ერთი გარემოება აუცილებლად აღსანიშნავია. "წითელი ეშმაკების" დამრიგებელს, რალფ რანგნიკს, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი პერმანენტული ტრანსფერის წესით გაშვება არ უნდა, მხოლოდ – იჯარა. 

წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ დორტმუნდის "ბორუსია" და "ნიუკასლ იუნაიტედიც" საქმეში არიან.

მოგეხსენებათ, აფრიკის თასის გამო "მილანი" რამდენიმე კვირა ბენასერისა და კესის გარეშე იქნება. სწორედ ამიტომ წაადგებოდა კლუბს ნახევარმცველი.

ცნობისათვის, ამ სეზონში ვან დე ბეეკის ანგარიშზე მანჩესტერული კლუბის მაისურით 13 დაპირისპირებაში 1 გოლია.

1 კვირის წინ
463 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო