მალდინი: "შესაძლოა ტრანსფერი საერთოდ არ განვახორციელოთ"

მალდინი: "შესაძლოა ტრანსფერი საერთოდ არ განვახორციელოთ"

პაოლო მალდინიმ "ჯენოასთან" 3-1 მოგების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან სატრანსფერო ამბებზე და სხვადასხვა საინტერესო თემებზე კომენტარი გააკეთა.

"მედიაში ძალიან ბევრი ფეხბურთელის სახელი დაგვიკავშირეს, ზოგი ისეთი, რომლთა ტრანსფერიც არასოდეს განხილულა. უპირატესობას ჩუმად მუშაობას ვანიჭებთ და არა მედიის საშუალებით".

"ბოლო მატჩებში "მილანის" მცველების მაღალი დონე დავინახე, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერი საერთოდ არ განვახორციელოთ".

"შევჩენკომ იცოდა, რომ "ჯენოაში" მისვლა სარისკო გადაწყვეტილება იყო. მას გარკვეული პრობლემები აქვს, თუმცა ეს ყველაფერი კორონა ვირუსის ბრალიცაა. იმედია ანდრეი სიტუაციას გამოასწორებს", - განაცხადა მალდინიმ.

2 კვირის წინ
396 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო